ქუთაისის მერია ევროკავშირის დელეგაციასთან თანამშრომლობის შედეგად განხორციელებული პროექტის „ქუთაისი: ინტეგრირებული ტრანსფორმაციამდგრადი განვითარებისათვის“ ფარგლებში კონკურსს აცხადებს.
კონკურსი მუნიციპალიტეტის სერვისების გასაუმჯობესებლად ინოვაციური რეკომენდაციების შემუშავებას ითვალისწინებს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში, ასევე ელ. ფოსტაზე - contact@kutaisi.gov.ge. 2024 წლის 18 აპრილის ჩათვლით.გთხოვთ ასევე დაურთოთ განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.