ქუთაისის მერია აცხადებს კონკურსს
,,ბავშვიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერების ქვეპროგრამის" ფარგლებში.
ბავშვიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერების ქვეპროგრამა გულისხმობს ქუთაისში
რეგისტრირებული და მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების ეკონომიკურ გაძლიერებას და მოწყვლად
ოჯახებში მცხოვრები ბავშვების კოგნიტური და ფიზიკური განვითარების ხელშეწყობას.
კონკურსის შედეგად შეირჩევა საუკეთესო პროექტი და მომსახურების მიმწოდებელი
ორგანიზაცია, რომელიც აღნიშნულ ქვეპროგრამას განახორციელებს საბიუჯეტო წლის განმავლობაში.