პოზიციის დასახელება იურიდიულ საკითხთა კომისიის მოწვეული სპეციალისტი
კონკურსის ტიპი გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
კატეგორია იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა 02.02.2023
თანამდებობრივი სარგო 1573 ლარი
ადგილების რაოდენობა 1
სამსახურის ადგილმდებარეობა ქუთაისი
სამუშაოს ტიპი სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა 3 თვე
ფუნქციები
- საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის გამართული საქმიანობის უზრუნველყოფა და კომისიის
თავმჯდომარისათვის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეწყობა;
- კომისიის საქმიანობის ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა;
- კომისიის თავმჯდომარისათვის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და რეგლამენტით დადგენილი წესით
კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის მოზადებაში ხელშეწყობა;
- კომისიის დებულებით განსაზღვრული იურიდიული მიმართულებების საკითხებზე მუშაობა;
- კომისიის თავმჯდომარის საინფორმაციო და ანალიტიკური უზრუნველყოფა;
- კომპეტენციის ფარგლებში საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება, განხილვა და
საკრებულოს სხდომისათვის მომზადება;
- კომპეტენციის ფარგლებში საკრებულოში შემოსული დოკუმენტებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების
განხილვა და დასკვნების მომზადება;
- კომისიების სხდომების მომზადებისა და ჩატარების ორგანიზება;
- კომისიის სხდომების აუდიო ჩანაწერების წარმოება, კორექტირება, კომისიის სხდომებზე მიღებული
გადაწყვეტილებებისა და სხდომათა ოქმების გაფორმება;
- კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის სახელზე შემოსული კორესპონდენციების განხილვა, გაანალიზება და
ანოტაცია, კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით მათზე საპასუხო წერილების მომზადება
მოთხოვნები
მინიმალური განათლება მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება 3 წელი
პროფესია იურისტი
საკონკურსო თემატიკა
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“
- ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია;
- „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999
წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;
- „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის
2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილება;
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილება
კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები
პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word ძალიან კარგი
Microsoft Office Excel ძალიან კარგი
Microsoft Office PowerPoint ძალიან კარგი
ენები
ენა წერითი უნარები მეტყველება
ქართული C2 C2
ინგლისური C2 C2
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონკურსო კომისიის მისამართი ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N3
საკონტაქტო ტელეფონები 599357060
საკონტაქტო პირი ეკატერინე ნიკიფი
დამატებითი მოთხოვნები
- იურიდიულ საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება;
- მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
- ცვლილებებისა და სიახლეების ინიციირების უნარი;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
- სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
- ასერტიულობისა და პრინციპულობის უნარი;
- საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ინფორმაციის შეგროვებისა და მონაცემთა ანალიზის უნარი;
- მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირების უნარი;
- იდეების დასაბუთებისა და დარწმუნების უნარი
დამატებითი ინფორმაცია
გამარტივებული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურში პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით,
ელექტრონული ფორმით, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით;
- აუცილებელია კანდიდატმა შესაბამის ველში ატვირთოს:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სათანადო წესით გაფორმებული, უფლებამოსილი პირის მიერ
გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან/და შრომის წიგნაკი);
- საბუთები წარდგენილი უნდა იქნას სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი
ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);
- „რეკომენდატორების“ ველში კანდიდატმა უნდა მიუთითოს მინიმუმ 1 რეკომენდატორი (სახელი, გვარი, სამუშაო
ადგილი, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია) და წარმოადგინოს სარეკომენდაციო წერილი;
- უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე);
- კანდიდატების შეფასება მოხდება პოზიციისთვის შესაბამისი როგორც პიროვნული, ასევე პროფესიული უნარების
მიხედვით;
- კანდიდატი ვალდებულია, საჯარო დაწესებულებას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო
მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ;
- განცხადებების გადარჩევის შედეგად კონკურსანტი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ დოკუმენტები არ
შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან არასრულყოფილად და/ან მოქმედ ნორმებთან შეუსაბამოდ იქნება
წარმოდგენილი;
- კანდიდატს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეცნობება აპლიკაციაში მითითებულ
ელექტრონულ ფოსტაზე;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს
მოქალაქის პასპორტი) გარეშე გამოცხადებული კანდიდატი გასაუბრების ეტაპზე არ დაიშვება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ
კონკურსის ეტაპები
განცხადების გადარჩევა
გასაუბრება