კონკურსის მიზანია ნიჭიერი მხატვრების გამოვლენა (მოყვარულები და პროფესიონალები) ქუთაისში სტრიტ არტის განვითარების ხელშეწყობა, ამჟამად ქალაქში არსებული უსახური კედლებისათვის ახალი იერსახის მიცემა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს სრულწლოვან ფიზიკურ პირებს პროფესიონალ და მოყვარულ მხატვრებს, რომელთათვისაც სავალდებულოა კონკურსის პირობების დაცვა და შესრულება.
კონკურსანტებმა ნამუშევრები თავისი ანოტაციით უნდა გამოაგზავნონ ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის ელ.ფოსტაზე contact@kutaisi.gov.ge-ზე, ასევე, პირადი მონაცემები: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა.
წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 5 აგვისტო
იხილეთ დანართი ,,სტრიტ არტის საკონკურსო დებულება’’