ქუთაისის მერია აცხადებს კონკურსს "ახალგაზრდული ინიციატივები"
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, მერიის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილება აცხადებს კონკურსს „ახალგაზრდული ინიციატივები“.
კონკურსი „ახალგაზრდული ინიციატივები“ ითვალისწინებს ახალგაზრდების და ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ინიცირებული პროექტების მხარდაჭერას.
კონკურსის მიზანია ახალგაზრდობის სფეროში ინიციატივების წახალისება, ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზებისა და მათი უნარების განვითარების ხელშეწყობა.
კონკურსი ცხადდება ერთ ან ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე კონკურსში მონაწილეთა განაცხადების მიღება წარმოებს 2025 წლის 27 იანვრიდან 16 თებერვლის 18:00 სთ-მდე ელექტრონული ფორმით, მისამართზე- contact@kutaisi.gov.ge.