ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია , მერიის სოციალურ საკითხთა სამსახური, ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში კონკურსს აცხადებს.
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქუთაისში რეგისტრირებული შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, შშმ პირთა და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების პროექტების დაფინანსებას.
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა ან ფიზიკურმა პირებმა საკონკურსო განაცხადი უნდა წარმოადგინონ 2026 წლის 3 აპრილის ჩათვლით, მატერიალურად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში ან სოციალურ საკითხთა სამსახურში; ასევე, შესაძლებელია ელექტრონული მისამართებზე : contact@kutaisi.gov.ge ან sockutaisi@gmail.com
ვრცლად იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში: