დღეს ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც თავმჯდომარე აირჩიეს. მრჩეველთა საბჭოს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის იურისტი, ნოდარ ჯიქია უხელმძღვანელებს. ნოდარ ჯიქია საბჭომ ღია კენჭისყრის წესით ერთხმად აირჩია. საბჭოს ასევე ეყოლება თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი. ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭო ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში შეიკრიბა და სხდომას ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე უძღვებოდა. ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭო ქალაქის მერს და ადგილობრივი თვითმმართველობას რეკომენდაციებსა და სხვადასხვა წინადადებებს წარუდგენს. საბჭო ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, ბიზნეს სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტდა.