ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია მოადგილე ნინო თვალთვაძესთან ერთად, შპს ქუთაისის მე-4 შერეული პოლიკლინიკის ხელმძღვანელ ნინო ჩალაძეს და კლინიკის თანამშრომლებს შეხვდა.
მერმა შეხვედრაზე,პოლიკლინიკაში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ქუთაისის მე-4 პოლიკლინიკას სერიოზული პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ ის კონკურენტუნარიან და ერთ-ერთ საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებად იქცეს.
ქალაქის მერმა ადგილზე ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, მათ შორის 4 უახლესი სამედიცინო აპარატურა, რომელიც სხვადასხვა სერიოზული სამედიცინო კვლევებისთვისაა. აღნიშნულ პოლიკლინიკაში უკვე არის დენსიტომეტრი,ჰოლტერი,იმუნოფერმენტული აპარატი და სპირომეტრი, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა და კლინიკის ბენეფიციარები უკვე აქტიურად სარგებლობენ.
ქუთაისის მერის განცხადებით, პოლიკლინიკაში ბევრი სიახლე იგეგმება ინფრასტრუქტურის მიმართულებით იმისთვის, რომ დაწესებულება სტანდარტების შესაბამისად მოეწყოს.