ქუთაისში ჭავჭავაძის ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ვიცე მერ გიორგი იობაშვილთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათთან ერთად მოსასვენებელი პარკის მოწყობის დეტალები განიხილა. ქუთაისის მერის განცხადებით, სკვერში უნიკალური ჯიშის ვერცხლისფერი ნაძვი დაირგვება რომელიც 10- მეტრამდე იზრდება. სკვერში ასევე განთავსდება ახალი ძელსკამები და ტერიტორია ფილებით მოეწყობა. ,,ქალაქში უნდა იყოს ბევრი მოსასვენებელი პარკი და რაც შეიძლბა მეტი მწვანე ზოლი. ამ კუთხით, ჩვენ კიდევ ბევრ ღონისძიებას ვგეგმავთ. მოეწყობა რამდენიმე სკვერი და პერმანენტულად განხორციელდება გამწვანების აქციები,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,არადანი" ასრულებს პროექტის ღირებულება 197 000 ლარია. სკვერის მოწყობის სამუშაოები დაახლოებით 2 თვეში დასრულდება.