20 ქუთაისელი მხატვარი, ქუთაისთან დამეგობრებულ იტალიურ ქალაქ კოზენცოში გაემგზავრა. მხატვრები გამგზავრებამდე, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მიიღო და წარმატებები უსურვა. მისი განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისი საერთაშორისო მასშტაბებით კულტურის და ხელოვნების მიმართულებით ჩანდეს და ამისთვის ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობა მაქსიმალურს გაიღებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქუთაისელი მხატვრები საზღვრებს გარეთ ათეული წლებია არ გასულან.ისინი 2 კვირის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სახის პლენერში, ვორქშოფში და თავიანთ შემოქმედებას იტალიელ კოლეგებს გააცნობენ.მხატვრების ვიზიტი იტალიაში, ქუთაისის მერიის მხარდაჭერით მოეწყო.
,,ქუთაისელი მხატვრები ათეული წლებია არ გასულან საზღვრებს გარეთ და მათი შემოქმედება არ გაუცვნიათ უცხოელ კოლეგებს. ჩვენ გვყავს სახელოვანი და პროფესიონალი მხატვრები, მიგვაჩნია რომ მათი შემოქმედება ქალაქის სახელით საზღვრებს უნდა გასცდეს. ვზრუნავთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქის კულტურა და ხელოვნება ქვეყნის საზღვრებს გარეთაც გაიცნონ,"- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.