ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს! საქართველოში პირველად,ქუთაისში აშენდება მწვანე ნარჩენების საკომპოსტე მოედანი და დაიწყება მწვანე ნარჩენების კომპოსტირების განხორციელება.
შეიქმნება კომპოსტირების საპილოტე საიტები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში საქართველოში პირველად, ქალაქ ქუთაისში, მუნიციპალურ დონეზე, დაიწყება ნარჩენების ოთხი სახეობის:პლასტმასი, მინა, ქაღალდი და ლითონის სეპარირებული შეგროვება.
ქალაქ ქუთაისში დაიწყება სახიფათო ნარჩენების შეგროვების ორგანიზება. განხორციელდება გადამუშავების სფეროში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი შეიძენს სპეციალიზირებულ ტექნიკასა და სხვა საჭირო ინვენტარს.
ევროკავშირის „შავი ზღვის პროგრამა 2014–2020“–ის ფინანსური მხარდაჭერით, კოალიციური პროექტი „ნარჩენებისგან თავისუფალი მდინარეები - სუფთა შავი ზღვა“ განხორციელება იწყება. პროექტის ხანგრძლივობა 26 თვეს შეადგენს და ქალაქ ქუთაისის პარტნიორები არიან ქ.უნგენის მერია, მოლდოვა, ასოციაცია ტექნოპოლ გალაცი (Tehnopol Galati), რუმინეთი, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“.
პროექტის მიზანს წარმოადგენს, გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება, მდინარეებისა და შავი ზღვის ნარჩენების დაბინძურებისაგან შემცირება, ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვითა და მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების გზით.
ქალაქ ქუთაისი პროექტის ფარგლებში გრანტის სახით მიიღებს 418 618 EUR-ს.
აღნიშნული პროექტის შესახებ ქუთაისის მერმა მოადგილე ნინო თვალთვაძესთან და პროექტის კოორდინატორთან ერთად გააცნეს ჟურნალისტებს. დღესვე მოხდა იმ ტერიტორიის დათვალიერება სადაც საკომპოსტე მოეანი უნდა გაშენდეს.