ქუთაისში ბარათაშვილის, იაშვილისა და დუმბაძის ქუჩების კეთილმოწყობა იგეგმება.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, სამივე ქუჩის სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.
გზის სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში იგეგმება არამხოლოდ სამანქანო გზის მოწყობა, არამედ სანიაღვრე ქსელის, ტროტუარებისა და ბორდიურების კაპიტალური მოწესრიგებაც. თითოეულ ქუჩაზე 1 მლ ლარზე მეტი დაიხარჯება.
იაშვილის ქუჩის ღირებულება 1 მლ 10 000 ლარია, დუმბაძის ქუჩა 1 მლ 13 700 ლარი, ხოლო ბარათაშვილის ქუჩისთვის 1 მლ 366 000 ლარია გამოყოფილი.
ტენდერი მიმდინარე წლის 20 სექტემბერს დასრულდება. გამარჯვებული კომპანიები კი ხელშეკრულების გაფორმებისთანავე დაიწყებენ 3-ივე გზის სამშენებლო სამუშაოებს