ქუთაისის მერის ბრძანებით კომისია შეიქმნა, რომელიც ქალაქში ქუთაისის საკუთრებაში არსებული სკვერების ფაქტიურ მდგომარეობას შეისწავლის. მისი შემდგომი განვითარებისთვის კომისიის წევრები საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არიან. კომისიის შექმნის აუცილებლობა, სკვერების აღნაგობის უფლებით გაცემამ და ადგილზე მშენებლობების წარმოებისთვის გაცემულმა ნებართვებითაა გამოწვეული. კომისია დადებს დასკვნას ქალაქში არსებული ყველა სკვერის რაოდენობისა და ადგილმდებარეობის შესახებ.
,,კომისიის შექმნა გამოწვეულია სკვერებში გაცემული სამშენებლო ნებართვებისა და ადგილების გასხვისების თავიდან ასაცილებლად. ჩვენ ძალიან ბევრჯერ აღმოვჩნდით გამოუვალ მდგომარეობაში გასხვისებული სკვერის და იქ მიმდინარე მშენებლობის გამო. ერთი მსგავსი მშენებლობა უკვე შევაჩერეთ. დაუშვებელია ქალაქში სადაც ეკოლოგია არცთუისე სახარბიელო მდგომარეობაშია სკვერების გასხვისდეს და ხეები მოიჭრას. ეს არის ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება. კომისია დადებს დასკვნას სადაც ზუსტად იქნება აღწერილი ის ადგილები სადაც სკვერია და ასევე დაითვლება მათი რაოდენობა,სკვერების გასხვისება და იქ ხეების ჭრა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ქუთაისში,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.