ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით დღეს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ვიცე მერ გიორგი იობაშვილთან ერთად, ქალაქის პირველ და მესამე საჯარო სკოლებში მივიდა. ქუთაისის მერმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
„დღეს მნიშვნელოვანი დღეა მთელი საქართველოსთვის. განათლება იყო არის და კვლავაც რჩება ჩვენი ქვეყნის ნომერი პირველი საზრუნავი. ქუთაისი განსაკუთრებული შემართებით ხვდება წლევანდელ ახალ სასწავლო წელს. ჩვენ „ათასწლეულის“ პროგრამის ფარგლებში, ჩვენი უცხოელი მეგობრების დახმარებით რამდენიმე სკოლას კაპიტალურად ვარემონტებთ, შეიძლება ითქვას თავიდან შენდება რამდენიმე სკოლა. მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა განათლების ხარისხთან ერთად ცხადია ასევე პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია. განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.