იმერეთის გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ, ქუთაისის ვიცე მერმა გიორგი იობაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს. მათ შორის ადგილზე გაეცნენ თბილისის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს, რომლის ღირებულება 1 053 238 ლარს შეადგენს.
ამ ეტაპზე თბილისის ქუჩის ჩიხების მოასფალტება მიმდინარეობს ადგილზე იცვლება სანიაღვრე სისტემა, კეთდება საფეხმავლო ბილიკები და ახალი გარე სანათები. ასევე ყველა სახის კომუნიკაცია მიწის ქვეშ განთავსდება.
მონიტორინგის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 2018 წელს რეგიონული ფონდიდან დაფინანსებული დაახლოებით 770 პროექტის ადგილზე გაცნობა მოხდა, რომლის ჯამური ღირებულება 250 მილიონ ლარს შეადგენს.