ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, მოსახლეობას მუშაობის 1 წლიანი ანგარიში ჩააბარა. წლის ანგარიშის გაცნობა, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში შედგა და მას მოსახლეობასთან ერთად ვიცე მერი გიორგი იობაშვილი და უნივერსიტეტის რექტორი გიგა ღავთაძე ესწრებოდნენ.
ანალოგიური შეხვედრა ქუთაისის მერმა დღესვე მრჩეველთა საბჭოს წევრებთანაც გამართა.
გიორგი ჭიღვარიამ მოსახლოებას 2018 წელს ქალაქში შესრულებული პროექტები და ყველა სამსახურის მუშაობის შედეგები გააცნო. მისიგანცხადებით 2019 წელი გაცილებით მასშტაბური იქნება, როგორც ინფრასტრუქტურული ასევე სოციალური პროგრამების მიმართულებით.
ანგარიშის მიხედვით დასრულებულია: 141 ობიექტი (5,6 მლნ ლარი), მათ შორის: 20 საგზაო მონაკვეთი - 3.6 მლნ ლარი, მათ შორის თბილისის ქუჩა. 41 კორპუსის ეზო - 600 ათასი ლარი, 6 ლიფტი - 60 ათასი ლარი, 47 სადარბაზო - 282 ათასი ლარი, 10 მინი სპორტული მოედანი - 440 ათასი ლარი, 3 ფასადი - 138 ათასი ლარი, ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი სკეიდ-პარკი - 200 ათასი ლარი. მიმდინარეობს: #15 და #33 საბავშვო ბაღების ახალი ფლიგელების მშენებლობა.
ასევე მიმდინარეობს დუმბაძის ბარათაშვილისა და იაშვილის ქუჩების -სამუშაოები სრული დატვირთვით 17 საყრდენი კედლის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
სოციალური მიმართულებით 2018 წელს ბიუჯეტი გაიზარდა. სამედიცინო დახმარების პროგრამით ისარგებლა 2 820-მა ქუთაისის მოქალაქემ, რომლებმაც თანადაფინანსების სახით მიიღეს დახმარება ქალაქის ბიუჯეტიდან. სულ 710 000 ლარის მოცულობით, რაც გათვლილ ბიუჯეტთან შედარებით 54 000 ლარით მეტია.
მედიკამენტებით დახმარების პროგრამით ისარგებლა 630– მა მოქალაქემ და 118–მა დიალიზზე მყოფმა ბენეფიციარმა.
მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამით, ყოველთვიურ დახმარებას იღებს 544 ოჯახი, თვეში გაცემული თანხის ოდენობა საშუალოდ 65 000 ლარს შეადგენს შშმ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამის ფარგლებში გადამზადდა და სტაჟირება გაიარა სულ 30–მა შშმ პირმა,
აუტისტური სპექტრის მქონე პირთა დაფინანსების პროგრამით, დეკემბრის მდგომარეობით, სულ ისარგებლა 53-მა ბავშვმა. „შინ მოვლის“ პროგრამით, რომლის განმახორციელებელიც გახლავთ „კარიტასი“ ისარგებლა 56 -მა ბენეფიციარმა, ქუთაისის მერიის თანადაფინანსება შეადგენს 20 000 ლარს.