ქუთაისის მერიისა და სასტუმრო ,,Best Western Kutaisi -ის მხარდაჭერით სასტუმრო ,,ბესთ ვესტერნში" პატარა ქუთაისელი მხატვრის, ვან- გეგას გამოფენა გაყიდვა გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო გეგას 45-ამდე ნამუშევარი. რომელიც სხვადასხვა ჟანრშია შესრულებული.გამოფენაზე იმყოფებოდნენ ქუთაისის მერი მოადგილე ნინო თვალთვაძე და მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი.
კომპანიებთან და მოქალაქებთან ერთად 8 წლის მხატვრის ნახატები შეიძინეს ქუთაისის მერმა, მერის მოადგილემ, საკრებულოს თავმჯდომარემ და ქუთაისის მაჟორიტარმა-დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ ვან-გეგა საქართველოს მასშტაბით 9 კონკურსის გამარჯვებულია, ის ასევე პირველად მოხვდა, ჩვენი ქვეყნის სახელით მსოფლიოს გლობალურ კონკურსზე toyota dream car art მსოფლიო ათეულში. მისი ნამუშევარი 650 000 ნახატიდან შეირჩა და საუკეთესო მოტივირებულ მხატვრულ ნაშრომად დასახელდა. გეგამ ხატვა 3 წლის ასაკში დაიწყო ხატავდა ანიმაციის გმირებს და რელიგიურ პერსონაჟებს. ბოლო პერიოდში გატაცებულია, კუბიზმით , აბსტრაქციით , ავანგარდით, ხატავს ფანქარში, აკრილში, ზეთში .