ქუთაისში ,,თი ბი სი" გალერეაში მუსიკოს დათუნა ალადაშვილის კონცერტი გაიმართა. საღამოზე შესრულებული იყო შუმანისა და შოპენის პიესები,რომელიც რევაზ ლაღიძის ,,რონდო ტოკატა"-თი დაასრულა. ღონისძიებას ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე მერი გიორგი იობაშვილი და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე ესწრებოდნენ.