ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ იმერეთის გუბერნატორ შავლეგო ტაბატაძესთან,ვიცე მერ გიორგი იობაშვილთან, ვიცე გუბერნატორ გრიგოლ დალაქიშვილთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ, დიმიტრი მხეიძესთან ერთად, ქალაქის ის დაწესებულებები მოინახულა, რომლებსაც ახალი წლის ღამეს სამსახურში უწევთ ყოფნა და მორიგეობა. ქალაქის მერმა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის სამმართველოს, საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს, ახალი წელი მიულოცა. საახალწლო ნობათი მიუტანა და მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის.
„თქვენ 31 დეკემბერს ჩვეულ სამუსაო რეჟიმში ხართ და ოჯახებში ვერ ხვდებით ახალ წელს. აქ ხართ იმისთვის, რომ ემსახუროთ ჩვენს ქალაქს და ქვეყანას. ამისთვის დიდ მადლობას მოგახსენებთ და გილოცავთ ახალ წელს“- განაცხადა ქუთაისის მერმა.