ქუთაისში თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. სრულად გამოიცვალა, სანიაღვრე ქსელი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდა ახალი სანათები და ყველა საკომუნიკაციო ქსელი მიწის ქვეშ განთავსდა. პროექტი 1 მლ ლარზე მეტი ღირებულებისაა და სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,საქმილ სადენ მშენმა" განახორციელა.
ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.