ქუთაისში ერთდროულად რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი და საფეხმავლო ბილიკები სრულად კეთდება, ბარათაშვილისა და დუმბაძის ქუჩები კი კაპიტალურად ეწყობა, იგება ასფალტის საფარი საფეხმავლო ბილიკებითა და სანიაღვრე არხით.
სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, მოადგილეებთან გიორგი იობაშვილთან და იუზა უგულავასთან ერთად დაათვალიერა.
„ჩვენი დაპირებები სრულდება. დღეს სამი ქუჩა მოვინახულეთ, რომლებსაც რეაბილიტაცია უტარდება. ასათიანის ქუჩაზე კაპიტალურად ეწყობა სანიაღვრე ქსელი და საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით. დუმბაძისა და ბარათაშვილის ქუჩებზე, გარდა სანიაღვრე არხისა და საფეხმავლო ბილიკებისა ასფალტის საფარიც სრულად განახლდება"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.