ქუთაისის ტურიზმის ცენტრმა ერთ წლიანი მუშაობა მედიასთან შეაჯამა. 2018 წელს ქუთაისში ტურისტთა რაოდენობა 85%-ით გაიზარდა. გასულ წელს ქუთაისის ტურიზმის ცენტრმა 20 პროექტი განახორციელა.
გაიმართა სხვადასხვა შინაარსის გამოფენა, მათ შორის 10 საერთაშორისო. ასევე უცხოელი სტუმრებისთვის მოეწყო 10 ინფო ტური.
2018 წელს გადაიღეს საიმიჯო კლიპი ქუთაისზე, რომლის პრეზენტაციაც დღესვე ანგარიშის წარდგენის შემდეგ მოეწყო.
ტურიზმის ცენტრის ანგარიშს, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე ესწრებოდნენ.