ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მოადგილეებთან ერთად, ბარათაშვილისა და დუმბაძის ქუჩის სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. დუმბაძისა და ბარათაშვილის ქუჩებზე კაპიტალურად მოეწყობა- გზის საფარი, სანიაღვრე არხი და საფეხმავლო ბილიკები.
დუმბაძის ქუჩაზე სამუშაოებს კომპანია ,,დაგი პლიუსი" აწარმოებს. პროექტის ღირებულება 1 მლ ლარია. დუმბაძის ქუჩაზე ასევე მიმდინარეობს 24 საათიანი წყალმომარაგების სამუშაოები და ძველი წყლის მილები ახლით იცვლება. სამუშაოები წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.
რაც შეეხება ბარათაშვილის ქუჩას, აღნიშნულ ქუჩაზე სამუშაოებს კომპანია ,,გზამშენი 21-ე საუკუნე " ასრულებს. პროექტის ღირებულება 1 მლ ლარს შეადგენს. პარალელურად მიმდინარეობს სამუშაოები იაშვილის ქუჩაზე, რომლის ღირებულება 1 მლ ლარია და მას კომპანია ,,ორიენტირი" აწარმოებს.
,,სამივე ქუჩას ვაკეთებთ კაპიტალურად სანიაღვრე არხებითა და საფეხმავლო ბილიკებით. ბილიკები ფილებით მოეწყობა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები აწარმოებენ. აღნიშნული ქუჩები დიდი ხანია მოსახლოებას გადაადგილების პრობლემებს უქმნის. სამუშაოების დასრულების შემდეგ ეს პრობლემები სრულად გადაიჭრება. ასევე პარალელურ რეჟიმში ვმუშაობთ წყალმომარაგების კომპანიასა და თურქული კომპანია ,,ეს ემ კა" -სთან რომ დამატებითი პრობლემები არ შეიქმნას ქუჩის მოწესრიგების დროს და ყველა სამუშაო ერთდროულად დასრულდეს.
ჩვენი მთავარი ამოცანაა, სამივე პროექტი დროულად დასრულდეს და ხარისხიანი იყოს,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.