ქუთაისში ასათიანის ქუჩაზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პარარელურ რეჟიმში ხდება, ტროტუარის მოპირკეთება დეკორატიული ფილებით და სანიაღვრე არხის მოწყობა. მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად დაათვალიერა. ქუჩის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ჯორჯიან სთოუნი" ახორციელებს, რომლის ღირებულება 1 მლ ლარზე მეტია. ასათიანის ქუჩაზე ტროტუარების და სანიაღვრე ქსელის მოწყობა მარტის ბოლოს დასრულდება.