ქუთაისის ტურიზმის ცენტრი გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენლებს მასპინძლობს. 180 გიდი და ტუროპერატორი უკვე ეწვია ქალაქს. სტუმრები გაეცვნენ ქუთაისის ტურისტულ პოტენციალს, მოინახულეს ტურიზმის ცენტრი.
გიდებს ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა. ნინო თვალთვაძემ ასევე უპასუხა უცხოელი ჟურნალისტების შეკითხვებს, რომლებიც მასალებს ქუთაისის ტურიზმის პოტენციალზე ამზადებენ. გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის კონგრესი ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. მასპინძელი ქვეყანა ინიშნება არჩევნების მეთოდით. არჩევნებში მონაწილეობას იღებენ ფედერაციის წევრი ქვეყნის დელეგატები. საქართველოს კანდიდატურამ აღნიშნული გამარჯვება ორი წლის წინ ტაილანდისა და ნიუ-იორკის წინააღმდეგ მოიპოვა.