ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსი
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსს იწყებს, რომლის მიზანია ახალგაზრდებში ინიციატივების წახალისება, საკუთარი პოტენციალის სრული რეალიზება და მათი სრულფასოვანი განვითარების ხელშეწყობა.
საზოგადოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების აქტიური ჩართვის შესაძლებლობა. პროექტი უნდა განხორციელდეს და დასრულდეს 2019 წელს. საკონკურსო იდეის მიღების ბოლო ვადაა 1 ოქტომბერი. შემოსული ინიციატივების განხილვა ხდება ყოველი თვის ბოლოს მერის ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს.
ძირითადი თემატიკა:
- ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
- არაფორმალური განათლების ხელშეწყობა;
- სოციალური მეწარმეობა (ახალგაზრდა მეწარმეთა ხელშეწყობა);
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაცია;
- საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების წახალისება.
ისეთი ინიციატივები, რომელშიც ავტორის თანამონაწილეობა 20% და მეტია, შესაძლებელია განხორციელდეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებით და მასზე არ გამოცხადდება ტენდერი;
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
- ავტობიოგრაფია (CV)/კერძო პირის შემთხვევაში/;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/კერძო პირის შემთხვევაში;
- თანადაფინანსების შემთხვევაში -დამადასტურებელი საბუთი;
მინი-კვლევა, რომელიც აღნიშნული პროექტის საჭიროებაზე მიუთითებს, (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროექტი უნდა წარმოადგინოთ როგორც ელექტრონულად მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, ასევე ბეჭდური სახით დაარეგისტრიროთ ქუთაისის მერიაში მის: რუსთაველის N 3
განაცხადი შეავსეთ და პროექტთან ერთად გამოგზავნეთ მითითებულ ელ ფოსტაზე culturekutaisi@gmail.com
https://drive.google.com/…/1rvDGUOZ_4wIhkuQoEi1YcM_X5…/view…
https://docs.google.com/…/1YUBeEe7XgaC1lhGpCyqxFm8Jnd…/edit…