ქუთაისი ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალურ ტურნირს უმასპინძლებს. ტურნირი სპორტის სასახელეში 4 თებერვალს 13:00 საათზე დაიწყება და 8 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
მასში მონაწილეობას სუპერლიგის 8 გუნდი მიიღებს. ("ქუთაისი", "დინამო", "დელტა", "თსუ-ჰიუნდაი" "ოლიმპი" "მგზავრები", "კაკტუსი" და "ბათუმი".) ტურნირი ქუთაისის მერიის, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით მოეწყობა. გამარჯვებული გუნდი ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის გარდამავალი თასის მფლობელი გახდება.