ბერი თევდორეს ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც აქტიურ ფაზაშია, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დაათვალიერა. ძირითადი სამუშაოები წყალმომარაგების კომპანიის ქვეკონტრაქტორმა ფირმა "ეს ემ კა"-მ უკვე დაასრულა. ამ დროისთვის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს. ტენდერში გამარჯვებული შპს ,,იმედი", გზის საფარის მოწესრიგებას რამდენიმე დღეში დაასრულებს.