ქუთაისში დავითობას აღნიშნავენ. ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს დავით აღმაშენებლის ძეგლი. გელათის სამონასტრო კომპლექსში გაიმართა ჩოხოსნების კურთხევა. ასევე ა(ა)იპ კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის ფოტო-კინო-მატიანეს მუზეუმის ფოტო-გამოფენა სახელწოდებით – ,,გელათის სამონასტრო კომპლექსი’’. ასევე მოეწყო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის სულხან კუპრაშვილის საჯარო ლექცია, სახელწოდებით ,,დავით აღმაშენებელი და გარე სამყარო’’.
"მინდა ქუთაისს და სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დღე. დავით მეოთხე გახლავთ საქართველოს ერთიანობის და ძლიერების სიმბოლო. აქედან მინდა საქართველოს ძლიერება და გამთლიანება ვუსურვო", -განაცხადა ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ.