როგორც თქვენთვის ცნობილია, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია გეგმავს ქალაქის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით საპროექტო სამუშაოები განხორციელდა NAT180012470 ელექტრონული ტენდერის შესაბამისად რომელიც შპს სამართლებრივი ანალიზისა და ექსპერტიზის ცენტრმა განახორციელა.
სარეაბილიტაციო ობიექტის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ჩვენი მიზანია მაქსიმალურად უზრუნველვყოთ საზოგადოების ჩართულობა ცენტრალური ბულვარის შემადგენელი ელემენტების დიზაინის შერჩევაში (მაგ. შადრევანი, საფეხმავლო ბილიკების ფილა, ძელსკამი).
თქვენს წინაშე წარმოდგენილია ბულვარის პროექტის რენდერები და ბულვარის შემადგენელი ელემენტების ალტერნატიული ვარიანტები. ხმის მისაცემად გამოიყენება სასურველი ელემენტებზე (მაგ. შადრევანი, საფეხმავლო ბილიკების ფილა, ძელსკამი) მონიშვნის ფუნქცია.
ყველაზე მეტი ქულის მქონე ელემენტის ასახვა მოხდება ბულვარის პროექტის საბოლოო ვერსიაში, რომლის საფუძველზეც გამოცხადდება სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა.
გთხოვთ აქტიურად ჩაერთოთ განხილვისა და ხმის მიცემის პროცესში, რომელიც დაიწყება დღეიდან და გაგრძელდება მიმდინარე წლის მარტის ბოლომდე.
ხმის მისაცემად გადადით შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/forms/zeN41BkSkL0vFVrt1