ქუთაისში ყინულის მოედნის ფუნქციონირება განახლდა. სპორტული ჯგუფებისთვის სწავლის პროცესი უკვე ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
გახსნის ცერემონიას ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.
ყინულის მოედანზე დაზიანებული აგრეგატი ახალი დანადგარით ჩანაცვლდა, შესაბამისი სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ შ.პ.ს. „ტრემაქს ჯორჯიამ“ განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 177 399 ლარი გამოიყო.