ქუთაისის მერიისა და ა(ა)იპ "ქუთაისის ტურიზმის ცენტრის" ორგანიზებით, ტურისტული კონფერენცია "მასპინძელი" გაიხსნა. კონფერენციის ფარგლებში თბილისიდან მოწვეულ ტურისტული სააგენტოების წარმომადგნლებს ადგილობრივი ტურისტული პროდუქტები და სხვადასხვა სერვისები წარუდგინეს. შეხვედრა ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ გახსნა. „მნიშვნელოვან ღონისძიებას ვესწრები. ტურ-ოპერატორებისთვის ესეთი კონფერენცია სრული ოაზისია. ამასთან ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესს საშუალება აქვს თავიანთი პროდუქტი შესთავაზონ მომავალ პარტნიორებს. ქუთაისის მერია მსგავს სტიმულირებას ყოველთვის დაუჭერს მხარს“- განაცხადა ნინო თვალთვაძემ. კონფერენცია ორი დღის მანძილზე გაგრძელდება.