ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია თავის პარტნიორებთან ერთად: ქ. ვინიცის რეგიონალური განვითარების სააგენტო (უკრაინა), ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო (ქუთაისი), ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოების ასოციაცია (საფრანგეთი), განჯა (აზერბაიჯანი), ,,ფორმა აზიონე’’ (იტალია), ლოძის მარშალის ოფისი (პოლონეთი) ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ “Erasmus+’’ პროექტს ‘Journey’- ერთობლივი ორგანიზაცია ახალგაზრდების სამეწარმეო სოფლის ქსელების გაერთიანებისთვის’’.
პირველ ეტაპზე პროექტი მიზნად ისახავს მენტორების შერჩევას აპლიკაციების საფუძველზე, ხოლო შემდეგ ეტაპზე კი ჩატარდება გასაუბრება ინგლისურ ენაზე.
მთავარი მოთხოვნები მენტორების შერჩევის დროს არის:
- მენტორებს უნდა ჰქონდეთ მუშაობის გამოცდილება შემდეგ სფეროებში: სოფლის მეურნეობა, ბიზნესი, განათლება, ახალგაზრდული საქმეები;
- მენტორობა არის მოხალისეობრივი ხასიათის (არ ანაზღაურებადი სამსახური);
- მენტორები სრულად უნდა იყვნენ ჩართულები პროექტით გათვალისწინებულ ყველა აქტივობაში პროექტის დასრულებამდე;
- მენტორები კარგად ან თავისუფლად უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას (B1 or B2) რადგან პროექტის სამუშაო ენა არის ინგლისური და ვიზიტების დროს საკომუნიკაციოდ გამოყენებული იქნება მხოლოდ ინგლისური ენა)
- მენტორობის მსურველებმა უნდა შეავსონ ქვემოთ მოცემული აპლიკაცია (უნდა დაწერონ სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე და ატვირთონ CV)
- აპლიკაციების შევსების ბოლო ვადაა: 3 აპრილი.
- დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: interrelations@kutaisi.gov.ge (ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, ადმინისტრაციული სამსახური, საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილება)
დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ ქვემოთ მოცემული ბმული:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdXMgmCCS-drPg69wWjIRxZdQgxbPXou_ZwIyD3plCzG8Tnxg/viewform