მემორანდუმი ითვალისწინებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართებით, დაგეგმილ ღონისძიებებში მუნიციპალიტეტის ჩართვას. ასევე გათვალისწინებულია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობით სიმღერისა და ცეკვის ფესტივალის გამართვა.
ორგანიზაცია "სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალი", წლების განმავლობაში ფუნქციონირებს და ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების განათლებაზე, ასევე მუშაობს მათ კულტურულ, სპორტულ და სხვა სფეროებში აქტიურ ჩართულობაზე.