ქუთაისში იაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. მთლიანად შეიცვალა სანიაღვრე სისტემა, დამონტაჟდა განათების ახალი ბოძები, მოასფალტდა და დაიხაზა ქუჩა.
ინტერნეტის, ტელევიზიის და ელექტრო ენერგიის სადენებისთვის, მიწისქვეშა საკომუნიკაციო არხები მოეწყო.
გზის რეაბილიტაციისთვის, რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 მლნ ლარზე მეტი გამოიყო. სამუშაოებს რამდენიმე თვის განმავლობაში შპს ,,ორიენტირი" ასრულებდა.