კვირეულს განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი, ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად აღნიშნავს.
ინიციატივას კამპანია "მეტი სიცოცხლისთვის" ფარგლებში მხარს უჭერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
კვირის განმავლობაში ახალგაზრდა ლიდერები, რომლებსაც საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით თავად აქვთ გავლილი ტრენინგები, ქუთაისის საბავშვო ბაღებში საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ.
ახალგაზრდა ლიდერებს საინფორმაციო შეხვედრების ჩატარების დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც შეუერთდებიან. პირველი საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისის მე–13 საბავშვო ბაღში უკვე ჩატარდა.
ქუთაისი მერიაში გამართულ შეხვედრას, ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი, განალების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ლიკა კილაძე, „საქართველოს ალიათნსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საავტომობილო გზების სამსახურის უფროსი ბაქარ აქუბარდია და შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსი ბექა ლილუაშვილი ესწრებოდნენ.
გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეხუთე კვირეული, კონფერენციით „საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დასრულდება.
"ჩვენ შევუერთდით გაეროს საგზაო უსაფრთხოების კვირეულს. კამპანია "მეტი სიცოცხლისთვის" ფარგლებში, არასამთავრობო სექტორთან ერთად ჩართული ვართ ყველა აქტივობაში. საინფორმაციო შეხედრებს ვმართავთ საბავშვო ბაღებშიც, სადაც ადრეული ასაკიდან ბავშვებს ვაძლევთ მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას. დღევანდელ კონფერენციაზე კი დავსახავთ შემდგომ სტრატეგიასა და ამ კუთხით თვითმმართველობის ჩართულობის საკითხებს"- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.