ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ პოლონეთიდან სტუმარდ მყოფ თვითმმართველობების პროექტების ხელმძღვანელს, იან მარკოვს უმასპინძლა.
იან მარკოვი რამდენიმე დღის განმავლობაში ქუთაისის, თბილისისა და ბათუმის თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდება, სადაც იმ არსებულ პრობლემებს შეისწავლის, რომლის მოგვარებაც ურთიერთთანამშრომლობის შედეგად არის შესაძლებელი.
შეხვედრაზე სტუმარმა საკრებულოს თავმჯდომარესთან ყურადღება საქართველოში ტურიზმის განვითარებაზე გაამახვილა.
შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები კეთილი მომავლისთვის“ თავმჯდომარის, ირმა პეტრიაშვილის ორგანიზებით გაიმართა.