ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის, ნიკოლოზ ლატარიას ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით დღეს ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საფეხბურთო კლუბ ,,ქუთაისის,, მთავარ მწვრთნელს გიგა ცუცქირიძეს ბროლის თასი და მადლობის სიგელი გადაეცა. საკრებულოს თავმჯდომარემ დღესვე სამახსოვრო საჩუქრები ამავე გუნდის საუკეთესო ფეხბურთელს გიორგი გიორგაძეს, პირველი გოლის ავტორს გიორგი ჩეჩელაშვილს და საუკეთესო ნახევარმცველს თემურ ცეცხლაძეს გადასცა.
ბავშვთა საფეხბურთო კლუბი "ქუთაისი" გასულ კვირას თურქეთში ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ კვიცარიძის ფინანსური მხარდაჭერით იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და წარმატებული დაბრუნდა.
„თამაშებში ჩართულობითა და აქტიურობით, ასევე გოლების სიმრავლით გიორგი გიორგაძემ იჩინა თავი, დაპირებისამებრ - სწორედ ამიტომ დღეს მას გადავეცი ჩემი მხრიდან სიმბოლური საჩუქარი, თუმცა მინდა სხვა პატარა ფეხბურთელებს და მათ მწვრთნელებს მადლობა გადავუხადო ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები ვუსურვო, ასევე ვპირდები მათ, რომ ჩემი მხრიდან ექნებათ მხარდაჭერა და თითოეული წარმატება იქნება წახალისებული."- აღნიშნა ნიკოლოზ ლატარიამ.