ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით მე-20 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი 14 საკითხი დაამტკიცა. აღმასრულებლის მხრიდან წარმოდგენილი საკითხების გარდა დეპუტატებმა გენდერული საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი შენგელიასა და ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ კვიცარიძის ანგარიში მოისმინეს.
საკრებულოს სხდომაზე დღესვე დეპუტატებს საშუალება ჰქონდათ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებით ინფორმაცია უშუალოდ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებისგან მიეღოთ. პროექტში შესულ ცვლილებას მხარი საკრებულოს წევრების უმრავლესობამ დაუჭირა. როგორც წარმომადგენლებმა განმარტეს სამშენებლო პროცესში ცვლილების შეტანა ხეების მოჭრის რაოდენობის შემცირებისთვის გახდა აუცილებელი.