ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიამ და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხა კომისიამ გაერთიანებული სხდომა გამართა.
სხდომაზე 2 საკითხი განიხილეს:
- ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში დამატებითი მორიგე ბაგა-ბაღის ტერიტორიის შერჩევის შესახებ.
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე გაწეული სამუშაოს ანგარიშის მოსმენის შესახებ.