რუსთაველის ქუჩის რებილიტაცია აქტიურ ფაზაშია.
გზის საფარის მოწესრიგების სამუშოების პარალალურად, მიმდინარეობს ფეხით სავალი ნაწილის რეაბილიტაცია.
სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და მერის მოადგილე იუზა უგულავამ, საკრებულოს წევრ ამირან კოპალეიშვილთან ერთად დაათვალიერეს.
გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ქუჩაზე გზის საფარის პირველი ფენის დაგება დაახლოებით 2 კვირაში დასრულდება და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება მოძრაობა აღდგეს.
ქუჩის სრული რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლომდე დასრულდება. სამუშაოებისთვის რეგიონული განვითარების ფონდმა 3,7 მლნ ლარი გამოყო.
რუსთაველის ქუჩის გზის რეაბილიტაციას შპს "ორიენტირი" ახორციელებს.