ბარნოვისა და ჯავახიშვილის ქუჩის 16 ნომრამდე არსებული დახურული სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია დაიწყო. ღია სანიაღვრე არხი მოსახლეობას საფრთხეს წლებია უქმნის, რადგან ის ძირითადად ანტისანიტარიის კერას წარმოადგენს, სადაც ქვეწარმავლები ბინადრობენ.
აღნიშნული მონაკვეთის მოსაწესრიგებლი სამუშაობი ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, უქიმერიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ამირან კოპალეიშვილმა, მერის წარმომადგენელთან, ზაზა ჭელიძესთან ერთად დაათვალიერა.
დღესვე მაჟორტარი მეველეს პირველი შესახვევი გზის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.