ქუთაისში ლეგენდარული მორაგბის ნუგზარ ძაგნიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა. ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით, დღესვე სახელოვანი მორაგბის მემორიალური ტურნირი მოეწყო. ღონისძიებებში ქუთაისის ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ იმერეთის მხარეში იოსებ ხახალეიშვილმა მიიღეს მონაწილეობა. შეჯიბრებები რაგბის აკადემიაში მიმდინარეობდა, სადაც 2005-2006 წლებში დაბადებული მორაგბეები ჩაერთვნენ. ტურნირის წინ ნუგზარ ძაგნიძის სპორტული ცხოვრების ამსახველი ფოტოების გამოფენა გაიხსნა. ნუგზარ ძაგნიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ყოველწლიურად გაიმართება.