ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი ექვსი საკითხი განიხილეს. სხდომას კომისიის თავმჯდომარე ვლასი გარდაფხაძე უძღვებოდა.
- ,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების, მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების, რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ.
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის შემმუშავებელი ერთობლივი საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის განხილვის შესახებ.
- არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს“ მიერ დაჩქარებული და ექსკლუზიური მომსახურების გაწევისა და მათზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ.
- „ქალაქ ქუთაისში მშენებლობის/გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა/ ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ.” ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება.
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.