წევრთა მიღება გენდერული თანასწორობის საბჭოში ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო წევრთა მიღებას აცხადებს.
მიღება ცხადდება 3 ვაკანტურ ადგილზე.
საბჭოს გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს;
ქუთაისის მერიის თანამდებობის პირებს.
შეგახსენებთ, გენდერული თანასწორობის საბჭოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში შეიქმნა 2017 წლის 27 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე.
საბჭოს მიზანია ადგილობრივ დონეზე მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ქალთა გაძლიერებაზე მიმართული პროგრამების განხორციელების მხარდაჭერა. 2018 წლის მარტში საბჭო დაკომპლექტდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია წარმომადგენლებით. იმავე წლის ივნისში საბჭომ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა. ამჟამად, დებულების მიხედვით საბჭოში წევრთა საერთო რაოდენობა განისაზღვრება 21 წევრით.
ამ დრომდე:
საბჭომ განახორციელა - გენდერული ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანია და ღონისძიება.
საბჭომ შეიმუშავა - 4საბიუჯეტო რეკომენდაცია, ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობის შინაგანაწესებში.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო მზაობას გამოთქვამს ყველა დაინტერესებულ პირთან თანამშრომლობაზე წევრის სტატუსის მიღმა.
განაცხადში შეგიძლიათ აირჩიოთ თანამშრომლობის ფორმა
განაცხადების მიღება დასრულდება 7 ივლისს.
გისურვებთ წარმატებებს.
https://docs.google.com/forms/d/1vep5xwlyLuDG7T8JzkaGQwoYm_B7Hpe6nQ8eXmGvyTo/viewform?fbclid=IwAR0LS7T0SOSeeoSmSC94tPe_6uXGQPnObj58Fkc8pCLvIdltaNGzWF4y-o8&edit_requested=true