მემორიალთან ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ლევან კინწურაშვილი, სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი იოსებ ჩიჯავაძე და რეპრესირებულთა ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი ქუთაისში, მუხნარის ტყეში იმ ადგილზე მდებარეობს, სადაც ასობით ადამიანი დახვრიტეს.
პოლიტიკური რეპრესიები საქართველოში 1921 წლიდან დაიწყო და ფართო მასშტაბებს 1937 წელს მიაღწია.
რეპრესიებს მეცნიერები, მწერლები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ემსხვერპლნენ.