ქუთაისელი ლერი ტალიკაძე, ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონს ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე შეხვდნენ და ფულადი ჯილდო გადასცეს.
მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი შშმ პირთა შორის 9 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით აშშ-ში მიმდინარეობდა. მასში საქართველოს სახელით ქუთაისელი 18 წლის ლერი ტალიკაძე მონაწილეობდა, რომელმაც პირველი ადგილი მოიპოვა.