ტაბიძის ქუჩაზე გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და მერის მოადგილე იუზა უგულავამ, საკრებულოს წევრებთან ერთად, ტაბიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. ასევე აქტიურ ფაზაშია ფეხით სავალი ბილიკების ფერადი ქვაფენილით მოპირკეთება. ტაბიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 26 მარტიდან დაიწყო. სამუშაოებისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 007 306 ლარი გამოყო. შპს "ჯეო სერვისმა" ვალდებულება არ შეასრულა რის გამოც ხელშეკრულება შეუწყდა და ახალი ტენდერი გამოცხადდა.
ტენდერი უკვე დასრულდა და გამარჯვებულ კომპანიად შპს "პალადა" გამოვლინდა. სამუშაოებისთვის 809 204 ლარი გამოიყო. ასევე აქტიურად მიმდინარეობს გზის საფარის და ფეხით სავალი ნაწილის რეაბილიტაცია ლორთქიფანიძის ქუჩაზე. უკვე დასრულდა ბუნებრივი აირის მილის მონტაჟი, მიწის ქვეშ განთავსდა სადენები, მოეწყო სანიაღვრე სისტემა. გზის საფარის და საფეხმავლო ბილიკების რეაბილიტაციისთვის 245 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს შპს "მშენებელი" ახორციელებს.