ქუთაისის მერია, მოქალაქეების მონაწილოებითი ბიუჯეტირების განხორციელებას იწყებს. მონაწილეობითი ბიუჯეტირება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს საშუალებას აძლევს, წარმოადგინონ საკუთარი იდეები ქალაქის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით.
იდეები შესაძლოა ეხებოდეს შემდეგ სფეროებს: სოციალური, სპორტი, ახალგაზრდული საქმეები, შშმ პირების საჭიროებები, განათლება და ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალი სხვა საკითხები.
მონაწილეობით ბიუჯეტირებას სხვდასხვა ეტაპები აქვს
- წინადადებების მიღება, რომელიც მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე გაგრძელდება.
- მერის მრჩეველთა საბჭოს მიერ იდეების შესწავლა და შეფასება. უმაღლესი შეფასების მქონე იდეების საჯარო კენჭისყრა, რომელიც 9 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე მოხდება.
- საპროექტო განაცხადის შეტანა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს საინიციატივო ჯგუფს ან იურიდიულ პირს.