ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ვიცე-მერ დავით ერემეიშვილთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. აქტიურად მიმდინარეობს გზების რეაბილიტაცია ქალაქის მასშტაბით. იგება ასფალტი, ბეტონის საფარი, ქვაფენილი და საფეხმავლო ბილიკები, იცვლება ბორდიურები და გარეგანათების ბოძები. ასევე, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქუთაისში რამდენიმე სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საქმე ეხება სახურავის და დაზიანებული იატაკის შეკეთებას, მათ შორის სველი წერტილის მოწესრიგებას. ამ კუთხით სულ 19 საჯარო სკოლას გაეწევა დახმარება.
მიმდინარე წელს ქუთაისში 25 ქუჩის სრული რეაბილიტაციაა დაგეგმილი. ნაწილი დასრულებულია.